სახალხო დამცველი აპირებს, სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართოს
სახალხო დამცველი აპირებს, სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართოს

საქართველოს სახალხო დამცველი აპირებს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს თხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართოს.

ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ გვქონია შემთხვევები, როცა სტრასბურგი თანხმდება, სახალხო დამცველს რთავს საქმეებში მესამე მხარედ და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაშიც მოგვეცემა საშუალება და თუ მიიღებს სტრასბურგის სასამართლო ჩვენს თხოვნას, იქ წარვადგენთ ჩვენ მიერ, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მოპოვებულ ინფორმაციას“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია მე-18 დაწესებულებაში სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში შექმნილ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად შევიდა.

დატოვე კომენტარი