საკარანტინო ზონის სადეზინფექციო სამუშაოებში სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო ჩაერთვება
საკარანტინო ზონის სადეზინფექციო სამუშაოებში სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო ჩაერთვება

სააგენტოს წარმომადგენლები მარნეულის ცენტრალური შესასვლელის ე.წ. ბლოკ პოსტთან მივიდნენ.

ხვალიდან კი პროცესში 40-მდე სადეზინფექციო აგრეგატი ჩაერთვება.

როგორც სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსის მოადგილე ზურა ლიპარტია აცხადებს, აგრეგატები დასავლეთში იყო უკვე გზაშია. ისინი დედაქალაქში განთავსდებიან და ეტაპობრივად შემოვლენ.

დეზინფექცია ჩაუტარდება ყველა გამომსვლელ მანქანას და იმ ადგილებს, სადაც დაინფიცირებული გადაადგილდებოდა.