კახეთის საკარანტინო სივრცეებიდან და „ცხელების ცენტრიდან“ გამოკვლეულ 37 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთის საკარანტინო სივრცეებიდან და „ცხელების ცენტრიდან“ გამოკვლეულ 37 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საკარანტინო სივრცეებიდან და „ცხელების ცენტრიდან“ 9-10 მაისს ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 37 ნიმუშის პასუხი უარყოფითია.

ამის შესახებ დაავადებათაკონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსისათვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების მქონე ადამიანების სინჯის გაგზავნა ლუგარის ლაბორატირიაში დღესაც იგეგმება.

რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, კახეთში ამ ეტაპზე 11 ლოკაციაზე 529 მოქალაქე იმყოფება.