პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე წლიური ანგარიშის წარდგენა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესაც მოუწევს
პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე წლიური ანგარიშის წარდგენა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესაც მოუწევს

საკანონმდებლო ორგანოსთვის საგაზაფხულო სესიაზე წლიური ანგარიშის წარდგენა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესაც მოუწევს.

მთავრობის ხელმძღვანელის პარლამენტში გამოსვლის ვალდებულება განსაზღვრულია ახალი რეგლამენტით, რომელიც რიგით მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა.

რეგლამენტით, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება წარუდგინოს.

რეგლამენტით დაკონკრეტებულია, რომ აღნიშნული მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს 1-ელ ივნისამდე წარედგინება, თუმცა პრემიერ-მინისტრის მოხსენებით წარდგომის ზუსტ დროს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს.