საკანონმდებლო ორგანოსთან ზვიად კუპრავა და რამდენიმე პირი პარლამენტში შესვლას ითხოვს
საკანონმდებლო ორგანოსთან ზვიად კუპრავა და რამდენიმე პირი პარლამენტში შესვლას ითხოვს

„სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა და მისი თანამოაზრეები საქართველოს პარლამენტში შესვლის მოთხოვნით აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ სახელზე პარლამენტში დაშვებულია საშვები, თუმცა პარლამენტში შესვლის საშუალება არ ეძლევათ. მათივე თქმით, სურთ იურიდიულ კომიტეტზე დასწრება, სადაც დღეს პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უნდა მოუსმინონ.

აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალებას დაცვის სამსახური არ აძლევს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.