საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვისას 11 შეხვედრა უნდა გაიმართოს
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვისას 11 შეხვედრა უნდა გაიმართოს

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომელიც კონსტიტუციის ზოგად ან ნაწილობრივ გადასინჯვასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვაში მოქალაქეთა ინფორმირებისა და ჩართულობის საკითხებს აზუსტებს.

ცვლილებების მიხედვით დგინდება, რომ თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში არანაკლებ 11 საჯარო შეხვედრა უნდა ჩატარდეს და პარლამენტის ვებგვერდზე შეხვედრის ჩატარების გრაფიკი შეხვედრის ჩატარებამდე ხუთი დღით ადრე გამოქვეყნდეს.

პროექტით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია მოქალაქეთა მოსაზრებების დასაფიქსირებლად სპეციალურ ფორმას შეიმუშავებს, რომელიც შეხვედრებზე დარიგდება და პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდება. ასევე, პროექტით, თითოეული შეხვედრის ოქმი და შემაჯამებელი ოქმი შედგება, სადაც მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებული მოსაზრებები აისახება.