საკანონმდებლო ცვლილებებით, ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება

22:25, 30.06.2025

ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის შემთხვევის, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

მსგავსი