საკალათბურთო სუპერლიგის „ოლ სტარში“ ლეგიონერებმა გაიმარჯვეს #1TVSPORT
საკალათბურთო სუპერლიგის „ოლ სტარში“ ლეგიონერებმა გაიმარჯვეს #1TVSPORT

რუსთავის ახალ საკალათბურთო არენაზე გაიმართა სუპერლიგის „ოლ სტარი“, რომელშიც ერთმანეთს ადგილობრივები და ლეგიონერები დაუპირისპირდნენ. სახალისო სანახაობა უცხოელი კალათბურთელების გამარჯვებით დასრულდა – 148:134.

ვარსკვლავთა მატჩის საუკეთესო კალათბურთელად „ბათუმის“ ამერიკელი ლეგიონერი მაირინ ტომასი დასახელდა, რომელმაც 38 ქულა ჩააგდო.

სამქულიანების კონკურსში გამარჯვება არავის დაუთმო „მარგვეთის“ ამერიკელმა, დიჯეი დევისმა.

ჩატენვების კონკურსი ეფექტური გდებებითა და გამარჯვებით დაასრულა „ორბის“ ფორვარდმა, ლუკა ხარაბაძემ.

 

ადგილობრივები-ლეგიონერები 134:148

26:40, 33:31, 40:39, 35:38

ადგილობრივები: თოთლაძე (7ქ, 8პ), ოჩხიკიძე (11ქ), დვალიშვილი (25ქ, 13მ), თავაქარაშვილი (17ქ), ბაბილოძე (25ქ), ლიკლიკაძე (3ქ), სულაბერიძე (3ქ), გაჩეჩილაძე (4ქ), კალატოზიშვილი (3ქ), ფევაძე, ს. სანაძე (11ქ), გაფრინდაშვილი (11ქ), მაზიაშვილი (8ქ), ხარაბაძე (6ქ).

ლეგიონერები: ბრაუნინგი (15ქ, 8პ), ბოიკინი (6ქ), გაკი (2ქ), მატისი (7ქ), ტომასი (38ქ), ჰილი (18ქ), ვეირი (21ქ), ბელი (7ქ), კინგი (10ქ), ტილმანი (8ქ), დევისი (3ქ), ლუისი, ჰარდრიქტი (13ქ).