საკალათბურთო სუპერლიგის ფინალში თსუ და „ბათუმი“ ითამაშებენ #1TVSPORT
საკალათბურთო სუპერლიგის ფინალში თსუ და „ბათუმი“ ითამაშებენ #1TVSPORT

დღეს დასრულდა ნახევარფინალური სერიები საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში.

თსუ-მა „ორბს“ სერიაში 3:1 სძლია, „ბათუმმა“ „ქუთაისს“ ამავე ანგარიშით აჯობა. ფინალში ერთმანეთის წინაშე წარდგებიან თსუ და „ბათუმი“.

სერიის მეოთხე მატჩში, ტყიბულში „ორბთან“ თსუ-მა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა, პირველი ტაიმის შემდეგ 59:34 დაწინაურდა და შეხვედრა დამაჯერებლად მიიყვანა გამარჯვებამდე – 96:71.

მატჩის ბომბარდირი თსუ-ელი კურვოისიე მაკკოლი გახდა – 21 ქულა.

***

მეორე ნახევარფინალის მეოთხე მატჩში „ქუთაისმა“ პირველ ტაიმში 15-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და მაშინ, როცა ყველა ფიქრობდა, რომ სერიაში ანგარიში გათანაბრდებოდა, „ბათუმმა“ თამაში შემოატრიალა – 83:70 მოიგო და ფინალში გავიდა.

ქუთაისელმა ბრაუნინგმა მატჩი 21 ქულით დაასრულა, „ბათუმში“ 22 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა მაირენ ტომასს, 14 ქულა და 17 მოხსნა – აკაკი დვალიშვილს, ხოლო ლევან ბაბილოძეს – 17 ქულა.

ფინალური სერია 21 მაისს დაიწყება.