საკალათბურთო სუპერლიგა | თსუ-მ „ბათუმი“ დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა #1TVSPORT
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში ფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართა. თსუ-მ „ბათუმს“ უმასპინძლა და 82:76 დაამარცხა.
პირველი მეოთხედი სტუდენტებმა 24:12 მოიგეს, თუმცა მესამე პერიოდში სტუმრებმა დაცვაში თამაშით მეტოქის გადასწრება მოახერხეს, მოიგეს რა მეოთხედი 25:12.
გადამწყვეტ მომენტში თსუ-მ უფრო ზუსტად ისროლა და სერიაში წინ გავიდა. საქართველოს ჩემპიონატის ფინალური სერია სამ მოგებამდეა. მომდევნო მატჩი, ისევ თბილისში, 23 მაისს გაიმართება.
რაც შეეხება პირველი შეხვედრის საუკეთესოებს, 20 ქულით თსუ-დან ქუენთინ ჰარდრიქტი გამოირჩა, ხოლო „ბათუმში“ 14-14 ქულა ჰქონდათ გიორგი ოჩხიკიძესა და აკაკი დვალიშვილს. კაკიმ 14 ქულას 10 მოხსნაც მიამატა.