საკალათბურთო სუპერლიგა | ოთხი ტურის შემდეგ სამი ლიდერი გამოიკვეთა #1VSPORT
საკალათბურთო სუპერლიგა | ოთხი ტურის შემდეგ სამი ლიდერი გამოიკვეთა #1VSPORT

სუპერლიგის მე-4 ტური დასრულდა. შედეგად, ჩემპიონატში დაუმარცხებელი გუნდი აღარ დარჩა. „ქუთაისმა“ თსუ-სთან წააგო, რის შემდეგაც ერთადერთი წაუგებელი გუნდი „ბათუმი“ იყო. თუმცა მეორე დღეს ისიც დამარცხდა. მას ერთ-ერთი ლიდერი – გიორგი ოჩხიკიძე ტრავმის გამო გამოაკლდა. შესუსტებული შემადგენლობით მყოფი ზღვისპირელები თბილისში ვსა-ს ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში 87:93 წააგეს.

მე-4 ტურის დასკვნით შეხვედრას „რუსთავმა“ უმასპინძლა. „ა“ ლიგიდან დაბრუნებულმა ქვემოქართლურმა გუნდმა გორის „ივერიონს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 84:86 წააგო. ვითარება მხოლოდ ბოლო 2-3 წუთში დაიძაბა, თორემ მანამდე გორელებს იმხელა უპირატესობა ჰქონდათ, თავი მოგებულად ჩათვალეს. სწორედ ამიტომაც კინაღამ დაისაჯნენ.

ეს მესამე მარცხი აღმოჩნდა რუსთაველთათვის, რომელსაც გურჯაანის „დელტასა“ და თბილისის „რაშის“ მსგავსად მიმდინარე სუპერლიგაში მოგება ჯერ არ გააჩნია.

სატურნირო ცხრილს კი ოთხი ლიდერი ჰყავს: „ორბი“, ვსა და თსუ. მათ სამ-სამი მოგება და თითო წაგება აქვთ.

სუპერლიგის მე-5 ტური 7, 8 და 9 ნოემბერს – ბათუმში, თბილისში, გორსა და გურჯაანში გაიმართება.