საკალათბურთო სუპერლიგა | „ბათუმმა“ თსუ დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა #1TVSPORT
საკალათბურთო სუპერლიგა | „ბათუმმა“ თსუ დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა #1TVSPORT

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატი „ბათუმმა“ მოიგო. ზღვისპირულმა გუნდმა მიმდინარე სეზონი სტაბილურად ჩაატარა, ჰქონდა არაერთი პრობლემა, რომელთა გამოც ფინალურ სერიას ორი ლეგიონერით შეხვდა, თუმცა მწვრთნელ ბუბა ბერიშვილის სწორი მიდგომით, ქართველთა მონდომებითა და მაირინ ტომასის მეტისმეტი სიზუსტით ფინალურ სერიაში თსუ 3:1 დაამარცხა.

გადამწყვეტი, მეოთხე შეხვედრა ბათუმში გაიმართა, რომელშიც გამარჯვებასთან უფრო ახლოს თსუ იყო. სტუდენტები საფინალო სირენამდე 21 წამით ადრე ხუთქულიანი სხვაობით იგებდნენ (81:76), თუმცა დარჩენილ დროში ტომასმა ჯერ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ – ორი საჯარიმო და ანგარიში გათანაბრდა – 81:81.

დამატებით დროში ადგილობრივი ქომაგით შეგულიანებულმა ბათუმელებმა გამთამაშებლის, ლაშა ოჩხიკიძის წინამძღოლობით დამაჯერებლად ითამაშეს და 90:81 გაიმარჯვეს.

ფინალების საუკეთესო კალათბურთელმა, მაირინ ტომასმა 28 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა, გიორგი ოჩხიკიძემ – 22 ქულა, ხოლო აკაკი დვალიშვილმა და კარსონ ბაშამმა – 11-11 ქულა.

თსუ-ში კურსოივიე მაკკოლიმ 24 ქულა ჩააგდო, ხოლო გიორგი ტურძილაძემ – 23.