საკალათბურთო ლეგიონი - ბურჯანაძე „ბარსელონას“ ეწვია, მაკფადენმა „რეალს“ უმასპინძლა (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების წევრების მონაწილეობით ორი მატჩი გაიმართა: ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია“ „ბარსელონას“ ესტუმრა, ხოლო თად მაკფადენის „ბურგოსმა“ „რეალი“ მიიღო.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფავორიტებმა გაიმარჯვეს – „ბარსამ“ 91:63 მოიგო, ხოლო „რეალმა“ – 74:60.

მაკფადენმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, 18 წუთში 9 ქულა, 3 პასი და 1  მოხსნა მოაგროვა. თადმა 10-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ბექა ბურჯანაძემ მოედანზე 23 წუთი გაატარა, თუმცა მხოლოდ ერთი ორქულიანი და ორი სამიანი სტყორცნა. შორეული სროლები მიზანს ასცდა. ბექას მონაგარი ასეთი იყო: 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი.

შეგახსენებთ, რომ ამავე ტურში, ერთი დღით ადრე გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ობრადარიოს“ სძლია, ქართველმა 17 წუთში 18 ქულა ჩააგდო.