საკალათბურთო კლუბი „კავკასია“ ჩრდილოეთის ლიგაში ითამაშებს #1TVSPORT

17:58, 04.09.2026

საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს საკალათბურთო კლუბის, „კავკასიის“ პრესსამსახური. კლუბი 2026-27 წლების სეზონში ჩრდილოეთის ლიგაში იასპარეზებს. ეს გახლავთ შეჯიბრება, რომელშიც თავიდან ჩრდილოეთ ევროპის გუნდები გამოდიოდნენ, მერე კი გეოგრაფია გაფართოვდა და მასში კვიპროსელებიც ჩაერთვნენ, ხორვატებიც და ახლა ქართველებიც.

„კავკასია“ A ჯგუფში მოხვდა, სადაც ასევე ითამაშებენ იონავა (ლიეტუვა), ლიეპაია (ლატვია), ბრისტოლი (დიდი ბრიტანეთი), ჰეფტე ჰელფენი (ავსტრია), ლოზანა (შვეიცარია), მიტელდოიჩერი (გერმანია), ტინდასტოლი (ისლანდია) და ხორვატიის ერთ-ერთი გუნდი (ალკარი, დინამო ზაგრები, დუბრავა ან ზაბოკი).

B ჯგუფი: ანვილი (პოლონეთი), სპარტაკი პლევენი (ბულგარეთი), ვოლუნტარი (რუმინეთი), გრონინგენი (ნიდერლანდები), ფაილინიგენი (ნორვეგია), ზრინსკი (ბოსნია-ჰერცეგოვინა), ტალტეჩი (ესტონეთი), აელ (კვიპროსი) და ხორვატიის ერთ-ერთი გუნდი (ალკარი, დინამო ზაგრები, დუბრავა ან ზაბოკი).

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბი ევროპული სეზონისთვის აქტიურად ემზადება და კონტრაქტი არაერთ მოთამაშესთან გააფორმა. ესენი არიან: დავით კაკუშაძე, აკაკი დვალიშვილი, რევაზ როგავა, სანდრო სანაძე, გეგი ბაქრაძე, ალექსადრე ვაშაკიძე, გიორგი კოსტავა, ჯასტინ ფორესტი, შამარ რაითი, ტომი ლუისი და ბრეილენ ბრიჯესი.

გუნდს ბექა წივწივაძე წვრთნის.

ჩრდილოეთის ლიგა 22 სექტემბერს დაიწყება.

მსგავსი