საკალათბურთო ევროლიგის ფინალში „რეალი“ და „ოლიმპიაკოსი“ ითამაშებენ #1TVSPORT
ათენში დასრულდა ევროლიგის ნახევარფინალური შეხვედრები. ბერძნულმა „ოლიმპიაკოსმა“ თურქული „ფენერბაჰჩე“ დაამარცხა, ხოლო ესპანურ დერბიში „რეალმა“ „ვალენსიას“ აჯობა. ფინალი, რომელშიც „ოლიმპიაკოსი“ და „რეალი“ შეხვდებიან, 24 მაისს გაიმართება.
***
მიმდინარე სეზონში შემადგენლობით მეტად გამოირჩევა „ოლიმპიაკოსი“, რომელიც პირველივე ტაიმში დიდი სხვაობით დაწინაურდა და „ფენერბაჰჩესთან“ მატჩი გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა – 79:61.
ბერძნებს შეტევაში ვეზენკოვი (16 ქულა), დორსი (15) და პიტერსი (17) გაუძღვნენ.
***
„რეალმა“ „ვალენსია“ 105:90 დაამარცხა.
25 ქულით შეუჩერებელი იყო მადრიდელთა ხორვატი ლეგიონერი მარიო ჰეზონია, ვალენსიელთაგან კი სამმა კალათბურთელმა ჩააგდო 15-15 ქულა – რეუვერსმა, პრადილიამ და მონტერომ.