საკალათბურთო ევროლიგაზე თორნიკე შენგელიამ სუპერ მატჩი ჩაატარა
საკალათბურთო ევროლიგაზე თორნიკე შენგელიამ სუპერ მატჩი ჩაატარა

საკალათბურთო ევროლიგის მიმდინარე სეზონში თორნიკე შენგელიამ საუკეთესო მატჩი ჩაატარა. „ბასკონიას“ ქართველმა კაპიტანმა „ბარსელონასთან“ მოგებულ შეხვედრაში 24 ქულა 6 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა აქტივში. ამ მაჩვენებლით, თორნიკე ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა. შენგელიამ 6 დან და 4 სამქულიანი, 9 დან 5 ორქულიანი და 2 დან 2 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. ბასკურმა კლუბმა პირველი ტაიმი 17 ქულის სხვაობით მოიგო და მესამე პერიოდში იყო ეპიზოდი, როდესაც 25 ქულითაც დაწინაურდა, თუმცა ამის შემდეგ მასპინძლები მოეშვნენ და ბარსელონამ თამაშს ინტრიგა დაუბრუნა.

მეოთხე ათწუთიანი მონაკვეთის სტარტზე სტუმრებმა 17-0 გაქცევა გააკეთეს თამაშის დასრულებამდე 46 წამით ადრე, წინაც გავიდნენ. დარჩენილ დროში, ბასკებმა მაინც შეძლეს მობილიზება და შენგელიას და მარსელინიო უერტასის ზუსტი საჯარიმოებით საბოლოოდ 85-82 მოიგეს.

გამარჯვებულ გუნდში შენგელიას გარდა ასევე კარგი მატჩი ჩაატარავინსენ პორიემ. ფრანგმა ცენტრმა 14 ქულა და 5 მოხსნა გააკეთა. ამ გამარჯვების შემდეგ, „ბასკონიას“ აქტივში 7 მოგება და 7 მარცხია. აღნიშნული მაჩვენებლით ბასკები სატურნირო ცხრილში მე-9-ე ადგილზე იმყოფებიან და მომდევნო ტურში, 29 დეკემბერს, მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლებენ.