საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა - შერმადინი „ბილბაოსთანაც“ შეუჩერებელია #1TVSPORT
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა - შერმადინი „ბილბაოსთანაც“ შეუჩერებელია #1TVSPORT

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე მესამე მატჩი მოიგო გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. კუნძულელებმა „ბილბაოს“ უმასპინძლეს და 78:66 დაამარცხეს.

მატჩის ბედი მნიშვნელოვნად განსაზღვრა გიორგი შერმადინის კარგმა თამაშმა. მისი შეჩერება ბასკებისთვის შეუსრულებელი ამოცანა აღმოჩნდა.

ქართველი ცენტრის მონაგარი ასეთი იყო: 27 წუთი, 22 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი. გიორგიმ 14-დან 10 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ასეთი მაჩვენებლით, რა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.

„ტენერიფეს“ სამი ტურის შემდეგ სამი მოგება აქვს და ოთხგუნდიან ჯგუფს ლიდერობს. მას მეოთხედფინალში გასვლა თითქმის განაღდებული აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს ტენერიფელები 7 მარტს ბილბაოში გამართავენ.