საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა | „ბათუმი“ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 16 სექტემბერს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონი „ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მატჩს 16 სექტემბერს გამართავს. შეჯიბრება ბულგარეთში გაიმართება და მასში გუნდები მეოთხედფინალური ეტაპიდან ჩაერთვებიან. ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საკვალიფიკაციოს გამარჯვებული ითამაშებს. დანარჩენი შვიდი გუნდი კი ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლებს.
მეოთხედფინალში „ბათუმის“ მეტოქე შვეიცარიული „ფრიბურგი“ იქნება. მატჩი თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.
„ბათუმს“ ბუბა ბერიშვილი წვრთნის, რომელმაც ახალი სეზონის წინ ასეთი შემადგენლობა შეკრიბა:
გიორგი ოჩხიკიძე, დავით ლომიძე, ნიკოლოზ ოჩხიკიძე, საბა სალაძე, ვაკო წულეისკირი, ვალდი ზეფირი, ლევან ბაბილოძე, კარსონ ბაშამი, დიანისი გრიგორიანი, ლარი ჰოეული.