„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები ინიციატორებმა შესაძლოა, გაიწვიონ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები ინიციატორებმა შესაძლოა, გაიწვიონ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი არ გამორიცხავს, რომ ინიციატორებმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები გაიწვიონ.

მისი თქმით, არც ერთი ცვლილება არ იქნება მიღებული, რომელიც შეიძლება, უკან დახევად იქნეს აღქმული.

„ცოტა ხნის წინ „საჯარო სამსახურის შესახებ” კარგი კანონი მივიღეთ და არც ერთი ცვლილება, რომელიც შეიძლება, უკან დახევად იყოს აღქმული, არ იქნება მიღებული. ამ საკითხზე კითხვები გაჩნდა და ვფიქრობ, ინიციატორები კანონპროექტს გაიწვევენ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტმა კრიტიკა გამოიწვია. როგორც აცხადებდნენ, პროექტის თანახმად, მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი შესაძლოა, სამსახურის გარეშე დარჩენილიყო.

კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები რატი იონათამიშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან.