საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში უფასო სერვისების მიღების გზით მოქალაქეებმა 37 600 000 ლარზე მეტი დაზოგეს
საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში უფასო სერვისების მიღების გზით მოქალაქეებმა 37 600 000 ლარზე მეტი დაზოგეს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში უფასო სერვისების მიღების გზით მოქალაქეებმა 37 600 000 ლარზე მეტი დაზოგეს.

რეფორმის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას შესაბამისი განაცხადის და აზომვითი ნახაზის წარმოდგენის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავად ახორციელებს.

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლის პირველი აგვისტოდან ამოქმედდა. ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირებულია 684 ათასზე მეტი განაცხადი.