საჯარო მოხელეებს, რომლებიც ვერ წყვეტენ მუშაობას, პერიოდულად კვლევა შეიძლება ჩაუტარდეთ​
საჯარო მოხელეებს, რომლებიც ვერ წყვეტენ მუშაობას, პერიოდულად კვლევა შეიძლება ჩაუტარდეთ​

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მთავრობის წარმომადგენლებს კორონავირუსზე ტესტირება ამ ეტაპზე არ უტარდებათ.

პაატა იმნაძის თქმით, ახალი ალგორითმით ჩამოყალიბდება იმ მაღალი რისკის პროფესიების ჩამონათვალი, რომელთა წარმომადგენლებიც ტესტირებას დაექვემდებარებიან.

„ველოდებოდით ახალ ალგორითმს, რომელიც უკვე ხელმოწერილია მინისტრის მიერ. ამ ახალი ალგორითმებით, ერთ-ერთი გამოყოფილია მაღალი რისკის პროფესიები. მაღალი რისკის მქონე პროფესიების პერიოდულ ტესტირებებზეა საუბარი“, – განმარტა პაატა იმნაძემ.

იმნაძის თქმით, საჯარო მოხელეებს, რომლებიც ვერ წყვეტენ მუშაობას, პერიოდულად კვლევა შეიძლება ჩაუტარდეთ.

„რა თქმა უნდა, თუ ვინმეს რაიმე სიმპტომი ექნება, ის უკვე აღარ განიხილება უბრალოდ პროფესიული თვალსაზრისით რისკის ჯგუფად. ის უკვე იქნება რისკის ჯგუფი ინფიცირების თვალსაზრისით და მას, როგორც ყველას სხვას ამ ქვეყანაში, ჩაუტარდება დიაგნოსტიკა, ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.