საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ საპროკურორო საბჭო პირველ სხდომას გამართავს
საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ საპროკურორო საბჭო პირველ სხდომას გამართავს

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატურების წარმოსადგენად გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ, დღეს საპროკურორო საბჭო პირველ სხდომას გამართავს.

„საპროკურორო საბჭო სხდომაზე შეამოწმებს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილი 17 პირის „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას და საპროკურორო საბჭოსთვის, 2019 წლის 16 დეკემბრის ნომერ მეორე განკარგულების ნომერ პირველი დანართის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტების სისრულეს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

საგამოძიებო უწყების ცნობითვე, სხდომაზე საპროკურორო საბჭოს წევრები, ასევე, იმსჯელებენ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის წესსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.