საჯარო ბიბლიოთეკის საექსპოზიციო დარბაზში გივი ვაშაკიძის „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შექმნილი ილუსტრაციები გამოიფინა
საჯარო ბიბლიოთეკის საექსპოზიციო დარბაზში გივი ვაშაკიძის „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შექმნილი ილუსტრაციები გამოიფინა

საჯარო ბიბლიოთეკის საექსპოზიციო დარბაზში 60-იანი წლების აბსტრაქციონისტი მხატვრის გივი ვაშაკიძის „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შექმნილი ილუსტრაციები გამოიფინა.

ექსპოზიციაზე ილუსტრატორის თითქმის ხუთწლიანი ნაშრომი, რომელიც წლების მანძილზე თაროზე ინახებოდა, პირველად გამოიფინა. ექსპოზიციაზე მუშაობა მხატვარმა რუსთაველის 800 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის დაიწყო და დაახლოებით 200-მდე ილუსტრაცია შექმნა.