საირმის საკარანტინო სივრცეში გუშინ ღამით 80 მოქალაქე შეიყვანეს

10:45, 20.03.2020

კურორტ საირმის საკარანტინო სივრცეში გუშინ ღამით 80 მოქალაქე შეიყვანეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, მოქალაქეთა ნაწილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაიყვანეს, ნაწილი კი, სტამბოლის რეისის მგზავრები არიან.

ამასთან, საკარანტინო სივრციდან თვითიზოლაციაში ექვსი მოქალაქე გადავიდა.

ამ დროისთვის საირმის საკარანტინო სივრცეში 192 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი