საირმის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის სახურავზე „მაგთიკომის” ანტენების უნებართვო მონტაჟს აპროტესტებენ
საირმის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის სახურავზე „მაგთიკომის” ანტენების უნებართვო მონტაჟს აპროტესტებენ

თბილისში, საირმის ქუჩის მცხოვრებლები კომპანია „მაგთიკომის” მიერ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ინტერნეტის გამავრცელებელი ანტენების უნებართვოდ დამონტაჟებას აპროტესტებენ.

მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით თბილის მერიის ზედამხედველობის სამსახურს უკვე მიმართეს.

მათივე თქმით, მერიის წარმომადგენლების მოთხოვნით, „მაგთიკომმა” ანტენები დღეს 14:00 საათამდე უნდა მოხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია დაჯარიმდება.

ქუჩის მცხოვრებლების განმარტებით, კომპანია „მაგთიკომმა” ანტენების მონტაჟი ზედამხედველობის სამსახურის მიერ უნებართვო მშენებლობის ოქმის შედგენის შემდეგაც არ შეწყვიტა.

საირმის ქუჩის მოსახლეობა აცხადებს, რომ ინტერნეტის გამავრცელებელი ანტენების დამონტაჟება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა.