საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება
საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება

ტურიზმის სფეროს განვითარების მიზნით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან და შვეიცარიულ მასპინძლობის სკოლა SHL-თან ერთად, საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აკადემია, რომელიც რეგიონული ჰაბის როლს შეასრულებს, წელიწადში 200 ახალგაზრდას მოამზადებს, რომლებიც ავტომატურად დასაქმდებიან. ლექტორების მომზადების პროგრამებს საერთაშორისო პარტნიორები უზრუნველყოფენ.

2018 წლის ნოემბერში, მადრიდში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს ტურიზმის მიმართულებით ისეთი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, როგორებიცაა საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ფორუმების ჩატარება და ონლაინაკადემიის პლატფორმის შექმნა.