საირმეში დამსვენებელი ხრამში გადავარდნის შედეგად დაიღუპა
საირმეში დამსვენებელი ხრამში გადავარდნის შედეგად დაიღუპა

კურორტ საირმის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა, რა დროსაც დამსვენებელი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ტყეში სეირნობისას დამსვენებელი ბორცვზე ფოტოს გადასაღებად ავიდა, ფეხი დაუცურდა და ხრამში გადავარდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.