„საინტერესო ადამიანები“ - „პირველი არხის“ ვებპორტალზე 1tv.ge დღეიდან ახალი პროექტი იწყება
„საინტერესო ადამიანები“ - „პირველი არხის“ ვებპორტალზე 1tv.ge დღეიდან ახალი პროექტი იწყება

„პირველი არხის“ ვებპორტალზე 1tv.ge დღეიდან ახალი პროექტი იწყება. „საინტერესო ადამიანები“ კვირაში ერთხელ განახლებადი ინტერვიუების ჟურნალია, რომელიც ყოველ სამშაბათს გამოაქვეყნებს პორტრეტის ჟანრის ინტერვიუს.

პროექტის ავტორია ჟურნალისტი ია ანთაძე, ხოლო მისი სტუმრები იქნებიან პროფესიონალები კინოს, თეატრის, ლიტერატურის, მუსიკის, მხატვრობის, მოდის, არქიტექტურის, ფოტოგრაფიის, სპორტის სფეროებიდან, ასევე, აკადემიური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

„ჩემს ახალ პროექტში წაიკითხავთ ინტერვიუებს საინტერესო ადამიანებთან, რომლებსაც ყოველ სამშაბათს წარმოგიდგენთ ფართო კონტექსტში: არა მხოლოდ მათი პროფესიული საქმიანობა, არამედ, მათი მსოფლხედვა, გამოცდილება, ხასიათი; რთულ კითხვებზე საინტერესო პასუხების გაცემის უნარი; პირადთან, დაფარულთან მიახლოებისას წარმოქმნილი ემოცია… მადლობას ვუხდი ყველას მხარდაჭერისთვის და საქმეს ვიწყებ იმ რწმენით, რომ, მართლაც, ქვეყნად ყველაზე დიდი ფუფუნება ადამიანებს შორის ურთიერთობაა“, – ამბობს პროექტის ავტორი ია ანთაძე.