საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები გიორგი მარგველაშვილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ გოჩა გუნავას დასახელებას სთხოვენ 
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები გიორგი მარგველაშვილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ გოჩა გუნავას დასახელებას სთხოვენ 

ბათუმში, სასტუმრო „შერატონთან“ ბიზნესმენ გოჩა გუგუნავას მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

ისინი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე გუგუნავას კანდიდატურის დასახელებას სთხოვენ.

გუგუნავას მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აცხადებენ, რომ პრეზიდენტი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის საკითხზე ადგილობრივი ტელევიზიით 15:00 საათზე ისაუბრებს.