საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ
საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ

თბილისში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლების აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. თავდაპირველად ისინი ჯერ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტთან გაჩერდნენ.

მსვლელობის მონაწილეები „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, ასევე ხელახალ არჩევნებსა და აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

ცნობისთვის, დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე კიდევ რამდენიმე მსვლელობა იგეგმება.