საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპის“ ინფორმაციით, სეულის მერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა
საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპის“ ინფორმაციით, სეულის მერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპის“ ინფორმაციით, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის მერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა.

დედაქალაქის მერი, პარკ ვონ სუნი ადგილობრივმა პოლიციამ სეულის ერთ-ერთ პარკთან გარდაცვლილი იპოვა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობდა.

საინფორმაციო სააგენტო ასევე ავრცელებს წერილს, რომელიც პარკმა სახლიდან გასვლამდე დატოვა.

„მე ყველას ბოდიშს ვუხდი, მადლობა ყველას ვინც ჩემს გვერდით იყო. ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახს, რომლისთვისაც მხოლოდ ტკივილი მომქონდა. გთხოვთ, ჩემს სხეულს კრემაცია ჩაუტარეთ, ხოლო ფერფლი ჩემი მშობლების საფლავზე მიმოფანტეთ“, – წერს პარკი.

პარკი სეულის მერის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებდა. ის სამხრეთ კორეის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ კანდიდატად განიხილებოდა.