საია - „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და პროფესიული საჯარო მოხელეების უფლებებს არღვევს 
საია - „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და პროფესიული საჯარო მოხელეების უფლებებს არღვევს 

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების ნაწილი პარლამენტს მოუწოდებენ, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი არ მიიღონ, რადგან ის პროფესიული საჯარო მოხელეების უფლებებს არღვევს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შეხვედრა გამართეს, სადაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, ინიციატივა არაკონსტიტუციურია.

„ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის პრინციპულ დებულებებს. ჩვენ საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში გვქონდა საქმე, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ მსგავსი ნორმა ცნო არაკონსტიტუციურად. თუ პარლამენტი მიიღებს ასეთ კანონს, ის იქნება ასევე არაკონსტიტუციური და შესაბამისად, მზად ვართ, ამ ადამიანებს სურვილის შემთხვევაში დავეხმაროთ, მათი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოში დავიცვათ. მოვუწოდეთ პარლამენტს, არ მიიღოს ეს კანონი ამ ფორმით ამ კანონის მიღება დაუშვებელია”, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

დატოვე კომენტარი