საია - მზია ამაღლობელს კლინიკა „ვივამედიდან“ დღეს გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დაბრუნება მისი სურვილი იყო
საია - მზია ამაღლობელს კლინიკა „ვივამედიდან“ დღეს გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დაბრუნება მისი სურვილი იყო

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს დღეს კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. ამის შესახებ საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია.

ამასთან, როგორც საია-ში აცხადებენ, მზია ამაღლობელს სურს, ადვოკატებთან ერთად პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში.

„მზია ამაღლობელს დღეს გადაიყვანენ კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დაბრუნება მისი სურვილი იყო როგორც შიმშილობის პერიოდში, ისე ახლაც. ასევე, მას სურს, ადვოკატებთან ერთად პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში“, – აცხადებენ საია-ში.