საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების არსებულ მოდელს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს

13:33, 19.10.2018

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური‭ ‬ ‭ ‬სარჩელით‭ ‬ ‭ ‬მიმართავს.‭ ‬ ‭ ‬

დავის‭ ‬ ‭ ‬საგანია‭ ‬ ‭ ‬„საერთო‭ ‬ ‭ ‬სასამართლოების შესახებ“‭ ‬ ‭ ‬ორგანული‭ ‬ ‭ ‬კანონის‭ ‬ ‭ ‬ის‭ ‬ ‭ ‬ნორმები,‭ ‬ ‭ ‬რაც‭ ‬ ‭ ‬მოსამართლეობის‭ ‬ ‭ ‬კანდიდატს არაობიექტურობისა და მიკერძოების გამო, აძლევს უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების უფლებას. ‭ ‬

„საქართველოს‭ ‬ იუსტიციის‭ ‬ უმაღლესი ‭ ‬საბჭოსა ‭ ‬და‭ ‬ ‭ ‬თბილისის ‭ ‬საქალაქო სასამართლოს მიერ მიკერძოებულად იქნა მიჩნეული ანა დოლიძის განცხადება, სადაც იუსტიციის საბჭოს წევრი აცხადებდა, რომ მოსამართლეებად არ უნდა ყოფილიყვნენ დანიშნული‭ ‬ ‭ ‬სისხლისა‭ ‬ ‭ ‬და‭ ‬ ‭ ‬ადმინისტრაციული‭ ‬ ‭ ‬სამართლის‭ ‬ ‭ ‬სფეროში‭ ‬ ‭ ‬გამოცდილების მქონე ‭ ‬ის მოსამართლეები,‭ ‬ რომელთა‭ ‬ ‭ ‬ხელითაც‭ ‬ წინა‭ ‬ ხელისუფლება‭ ‬ ახორციელებდა რეპრესიებს. ამ განცხადების გამო, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ააცილა ანა დოლიძე 14 მოსამართლის დანიშვნის პროცესს.

საქართველოს‭ ‬ ‭ ‬კონსტიტუციის‭ ‬ ‭ ‬29-ე‭ ‬ ‭ ‬მუხლის‭ ‬ ‭ ‬მე-2‭ ‬ ‭ ‬პუნქტით‭ ‬ ‭ ‬გარანტირებულია სახელმწიფო‭ ‬ ‭ ‬მოსამსახურის‭ ‬ ‭ ‬უფლება‭, ‬ ‭ ‬შეუფერხებლად‭ ‬ ‭ ‬განახორციელოს‭ ‬ ‭ ‬თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებები. ეს მუხლი იცავს საქართველოს მოქალაქეს არა მხოლოდ‭ ‬ ‭ ‬საჯარო‭ ‬ ‭ ‬სამსახურიდან‭ ‬ ‭ ‬დაუსაბუთებლად‭ ‬ ‭ ‬გათავისუფლებისაგან, ‭ ‬არამედ მაშინაც, როცა ‭ ‬სახელმწიფო მოსამსახურეს ‭ ‬არ აქვს ‭ ‬თავისი უფლებამოსილების დროებით‭ ‬ განხორციელების‭ ‬ შესაძლებლობა.‭ ‬ აცილებით‭ ‬ იუსტიციის‭ ‬ საბჭოს‭ ‬ წევრი მოკლებულია ‬ ‭ ‬შესაძლებლობას,‭ ‬ ‭ ‬მონაწილეობა‭ ‬ ‭ ‬მიიღოს‭ ‬ ‭ ‬თავისი‭ ‬ ‭ ‬კონსტიტუციური მოვალეობის ‭ ‬შესრულებაში ‭ ‬- ‭ ‬მოსამართლეების ‭ ‬დანიშვნის პროცესში.

საია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლება არ უნდა იზღუდებოდეს. მით უმეტეს, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადება მოსამართლეების‭ ‬ ‭ ‬არაკეთილსინდისიერებას‭ ‬ ‭ ‬ეხება.‭ ‬ ‭ ‬საბჭოს‭ ‬ ‭ ‬წევრი‭ ‬ ‭ ‬კანონმდებლობით ვალდებულია, უარყოფითად შეაფასოს ის კანიდიდატი, რომელიც გარე ზეწოლას ვერ უძლებდა,‭ ‬ ასეთი‭ ‬ კანდიდატი‭ ‬ მიჩნეულია‭ ‬ არაკეთილსინდისიერად.‭ ‬ იმავდროულად, იუსტიციის‭ ‬ ‭ ‬უმაღლესი‭ ‬ ‭ ‬საბჭოს‭ ‬ ‭ ‬წევრის‭ ‬ ‭ ‬აცილება‭ ‬ ‭ ‬არ‭ ‬ ‭ ‬უნდა‭ ‬ ‭ ‬ხდებოდეს‭ ‬ ‭ ‬მაშინ,‭ ‬ ‭ ‬როცა‭ ‬ ‭ ‬ამ განცხადებაში‭ ‬ უარყოფითად‭ ‬ არ‭ ‬ არის‭ ‬ ‭ ‬მოხსენიებული ‭ ‬კონკრეტული‭ ‬ ‭ ‬მოსამართლე, არამედ ზოგადად საუბარია არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების ჯგუფზე ‭ ‬და მოსამართლეთა შეფასების ზოგად კრიტერიუმებზე“, – აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

საია‭‭ საქმეზე‭ საბოლოო‭ ‬გადაწყვეტილების მიღებამდე ამ ნორმის მოქმედების შეჩერებას ითხოვს.

მსგავსი