საჰელის ზონაში ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მხარდასაჭერად ევროკავშირი 300 მლნ ევროს გამოყოფს
საჰელის ზონაში ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მხარდასაჭერად ევროკავშირი 300 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი საჰელის ზონაში ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მხარდასაჭერად, ადგილობრივ ხელისუფლებებს 300 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც საჰელის ზონის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.

საჰელის ზონაში ბურკინა-ფასოდან, მალიდან, ნიგერიიდან, ჩადიდან და მავრიტანიიდან 5 ათასამდე სამხედრო და პოლიელია მობილიზებული. სრული საოპერაციო მზადყოფნა კი, გაზაფხულისთვის იგეგმება.

საჰელის ზონა აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს, ატლანტის ოკეანიდან წითელ ზღვამდე. მას ჩრდილოეთით საჰარის უდაბნო, სამხრეთით კი სუდანის სავანა ესაზღვრება. საჰელის ზონაში 8 ქვეყანა შედის, მათ შორის სენეგალი, მავრიტანია, მალი, ალჟირი, ნიგერი, ჩადი, სუდანი და ერიტრეის ნაწილი.