საჰარის უდაბნოში დინოზავრის ახალი, ძლიერ უცნაური სახეობის ნამარხი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
საჰარის უდაბნოში სპინოზავრის ახალი სახეობის ნამარხი აღმოაჩინეს; მის თავის ქალას აქვს „, რომელიც ამ სახის დინოზავრებში აქამდე არასოდეს უნახავთ.
პალეონტოლოგებმა მას Spinosaurus mirabilis-ი უწოდეს, რაც „ლამაზეკლიან ხვლიკს“ ნიშნავს.
თუმცა, აღმოჩენა იმაზე გაცილებით მეტს გვიჩვენებს, ვიდრე უბრალოდ დინოზავრის სილამაზეს. სპინოზავრები ძირითადად სანაპირო ზოლების დანალექებშია აღმოჩენილი, მაგრამ ეს ახალი სახეობა კონტინენტის სიღრმეში, ნიგერში იპოვეს, ოკეანიდან ასეულობით კილომეტრის მოშორებით.

აღმოჩენა მოულოდნელი აღმოჩნდა მკვლვართა ჯგუფისთვისაც კი, რომელსაც ჩიკაგოს უნივერსიტეტის პალეონტოლოგი პოლ სერენო ხელმძღვანელობდა.
„აღმოჩენა იმდენად მოულოდნელი და საოცარი იყო, რომ ჩვენი ჯგუფისთვის ნამდვილად ემოციური აღმოჩნდა. სამუდამოდ მემახსოვრება ბანაკში ყოფნის ის მომენტი, როდესაც ლეპტოპის გარშემო შევიკრიბეთ, რათა პირველად გვენახა ახალი სახეობა… ჩვენი ჯგუფის ერთმა წევრმა აღმოჩენილი ძვლების 3Dციფრული მოდელები შექმნა, რათა თავის ქალა აგვეწყო — შუაგულ საჰარაში, მზის ენერგიაზე “, — ამბობს სერენო.

მიუხედავად იმისა, რომ წვეტიანი, ერთმანეთში გადაჭდობილი კბილებით თანამედროვე ნიანგებს მოგაგონებთ და მის ახლომახლოს მდინარის დანალექებში გრძელკისერა დინოზავრთა ნამარხებია აღმოჩენილი, სერენო და მისი ჯგუფი ფიქრობს, რომ ეს სპინოზავრი შეიძლება წყალხმელეთა ცხოვრების წესს ეწეოდა ტყიანი გარემოს შუაგულში.
„მე ეს დინოზავარი ერთგვარ „ჯოჯოხეთურ ყანჩად“ წარმომიდგენია, რომელსაც არ უჭირდა ორი მეტრის სიღრმის წყალში მყარ ფეხებზე დგომა, თუმცა, ალბათ, დროის უმეტეს ნაწილს უფრო არაღრმა წყლებში ატარებდა, რათა დღის განმავლობაში ბევრი დიდი თევზი დაეჭირა“, — ამბობს სერენო.
თავზე ეკლის მსგავსი გამონაზარდი ნამდვილად მოხდენილია, მაგრამ უცნობია, ზუსტად რა დანიშნულება შეიძლება მას ჰქონოდა. მკვლევართა აზრით, ოდესღაც ის კერატინით უნდა ყოფილიყო დაფარული, ალბათ კაშკაშა ფერში, როგორც ტუკანი თუთიყუშის ნისკარტი — რათა ერთგვარი ვიზუალური ჩვენება შეექმნა.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.