საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

19:56, 15.08.2025

საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, 16 აგვისტოს 00:00 საათიდან მომდევნო ექვსი დღის განმავლობაში მთაწმინდის რაიონში, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

„16 აგვისტოს, 08:00 საათიდან ოთხი დღის განმავლობაში ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გმირთა მოედნის მიმართულებით, „საქართველოს რაგბის კავშირისა“ და წრიულ საავტომობილო კვანძთან ვაკე-საბურთალოს პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ ზოლში შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი