საგზაო სამუშაოების გამო, მარიჯანის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება 28 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით ნაწილობრივ შეიზღუდება
საგზაო სამუშაოების გამო, მარიჯანის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება 28 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით ნაწილობრივ შეიზღუდება

მარიჯანის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ნუცუბიძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.

„აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილები იმოძრავებენ შეფერხებით, თუმცა გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება. ნაწილობრივი შეზღუდვა 28 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს“, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.