საგურამოში, წელს ილიაობაზე  საკუთარი შემოქმედება გურიამ წარმოადგინა [ფოტოამბავი]
საგურამოში, წელს ილიაობაზე საკუთარი შემოქმედება გურიამ წარმოადგინა [ფოტოამბავი]

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დღეს ილიაობის დღესასწაული აღინიშნება. საგურამოში საკუთარ შემოქმედებას წელს გურია წარმოადგენს.

მუზეუმის ეზოში მოწყობილ სცენაზე სიმღერები ვაჟთა და ქალთა ანსამბლებმა შეასრულეს.  გამომსვლელებმა კი, ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებიდან ფრაგმენტები წაიკითხეს და მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის შემოქმედებაზე ისაუბრეს.

ილიაობის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია 2014 წელს აღდგა და მას შემდეგ ყოველ წელს,  ამ დღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან საკუთარ შემოქმედებას სხვადასხვა რეგიონული ანსამბლები, სკოლები და თეატრალური დასები წარმოადგენენ. ილიაობის წლევანდელი მთავარი სტუმარი გურიაა.

ცნობილია, რომ თავად ილია ჭავჭავაძეც ილიაობის დღესასწაულს ტრადიციულად ამ სახლში აღნიშნავდა და მისი სახელობის ანგელოზის დღის მისალოცად  სტუმრები მთელი საქართველოდან ჩამოდიოდნენ ხოლმე.