საგურამოსა და ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმებს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა
საგურამოსა და ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმებს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

საგურამოსა და ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმებს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა. ამის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საგურამოსა და ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმებს განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია“, – ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში, რომელსაც ხელს აწერს გიორგი კვირიკაშვილი.

დადგენილება დღეს, 15 იანვარს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.