საგურამოდან საზეიმო კონცერტის პირდაპირ ტრანსლაციას 20:00 საათზე პირველი არხი შემოგთავაზებთ
საგურამოდან საზეიმო კონცერტის პირდაპირ ტრანსლაციას 20:00 საათზე პირველი არხი შემოგთავაზებთ

საგურამოში, ილია ჭავჭავაძის 180 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება დასკვნით ეტაპზე გადადის. საგურამოს სახლ- მუზეუმის ეზოში კონცერტის გენერალური რეპეტიცია იწყება.

კონცერტს მთხრობელი ჰყავს. საზიემო კონცერტს პოეტი რატი ამაღლობელი წაიყვანს.

სცენაზე ანსამბლი ”შვიდკაცა”, ეკა მამალაძე, ანსამბლ “რუსთავის” სოლისტები და კომპოზიტორი მიშა მდინარაძე გამოვლენ.

კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას  პირველი არხი შემოგთავაზებთ.