საგლოლო-ჭიორა-ღების გზაზე მოძრაობა აკრძალულია

13:01, 05.01.2019

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის კმ11 მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმების შედეგად ჩამოსულია მიწისა და ქვიშის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მსგავსი