საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს

საქართველოს საელჩო უკრაინაში აქტიურად მუშაობს საქართველოს დაღუპული მოქალაქეების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცხედრების პროზექტურიდან ქ. ლვოვში გადასვენების პროცესი, რაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, მოითხოვს გარკვეულ დროს. ქ. ლვოვიდან მოხდება დაღუპული მებრძოლების პოლონეთის გავლით სამშობლოში გადმოსვენება“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით კომენტარში.