საგარეო უწყება - თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს 25 მოქალაქე სამშობლოში გამოემგზავრა
საგარეო უწყება - თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს 25 მოქალაქე სამშობლოში გამოემგზავრა

თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ჩანქირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს 25 მოქალაქე სამშობლოში გამოემგზავრა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, სხეულის დაზიანებები მიიღო საქართველოს ერთმა მოქალაქემ, რომელსაც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

„დაშავებული მოქალაქე ჩანქირის საავადმყოფოში მოინახულა თურქეთის რესპუბლიკაში საქარველოს საელჩოს თანამშრომელმა. დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზე რჩება როგორც თურქეთის შესაბამის უწყებებთან, ასევე სატრანსპორტო კომპანიასთან და საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებთან. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა.  ავარიას თურქეთის ერთი მოქალაქე ემსხვერპლა.