საგარეო უწყება - შვეიცარია, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორი, მზად არის, აქტიურ ძალისხმევას მიმართოს ვითარების დეესკალაციისთვის
საგარეო უწყება - შვეიცარია, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორი, მზად არის, აქტიურ ძალისხმევას მიმართოს ვითარების დეესკალაციისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იგნაციო კასისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და ბოლო განვითარებები, რასაც ადგილი აქვს საოკუპაციო ხაზზე.

შვეიცარიის მხარემ, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, პროცესის შემდგომი დეესკალაციისთვის  ხაზი გაუსვა მხარეთა კომუნიკაციის, მაქსიმალური ჩართულობისა და ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.

ამასთან გამოთქვა მზადყოფნა, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორმა ყველა ღონე იხმაროს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.