საგარეო უწყება - საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა ევაკუაციაც ფრანგულმა მხარემ უხანიდან განახორციელა, უკვე საფრანგეთშია
საგარეო უწყება - საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა ევაკუაციაც ფრანგულმა მხარემ უხანიდან განახორციელა, უკვე საფრანგეთშია

საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა ევაკუაციაც ფრანგულმა მხარემ ჩინეთის პროვინცია უხანიდან განახორციელა, უკვე საფრანგეთშია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური თვითმფრინავი ქალაქ ისტრში დაეშვა.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს ესაუბრა საფრანგეთში საქარველოს ვიცე-კონსული.

„მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ. ისინი 14-დღიან კარანტინს საფრანგეთში გაივლიან. საფრანგეთში საქართველოს საელჩო პირად კავშირზე რჩება როგორც საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე ფრანგულ მხარესთან“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უკვე ჩაუტარდათ სამედიცინო კვლევა და შედეგად არ დაუდგინდათ კორონავირუსი, თუმცა რჩებიან ადგილზე საკარანტინო პერიოდის დასრულებამდე.