საგარეო უწყება - საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს, საელჩო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი
საგარეო უწყება - საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს, საელჩო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეო უწყებიდან აცნობეს, ყახაზეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

„ყახაზეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ამ ნომერზე +7 (717) 224-32-58.

რაც შეეხება ფრენებს, საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.