საგარეო უწყება - საელჩოში შევიდა შეტყობინება, რომ თურქეთში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში შესაძლოა, მოყოლილი იყოს საქართველოს მოქალაქე, საელჩო მუდმივ რეჟიმში ხაზზეა სამაშველო სამსახურთან
საგარეო უწყება - საელჩოში შევიდა შეტყობინება, რომ თურქეთში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში შესაძლოა, მოყოლილი იყოს საქართველოს მოქალაქე, საელჩო მუდმივ რეჟიმში ხაზზეა სამაშველო სამსახურთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება, რომ სტიქიის ზონაში, ქ. გაზიანთეფში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში, შესაძლოა, მოყოლილი იყოს საქართველოს მოქალაქე.

უწყების განმარტებით, საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები დაუყოვნებლივ მიაწოდა თურქეთის შესაბამის უწყებებს.

„თურქეთის მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რასაც ართულებს დანგრეული შენობის დიდი მოცულობა. საელჩო მუდმივ რეჟიმში ხაზზეა თურქეთის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან საქართველოს მოქალაქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.