საგარეო უწყება კორონავირუსის პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად გამოაქვეყნებს

22:18, 09.04.2020

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად გამოაქვეყნებს ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს სტატისტიკურ მონაცემებს ორი მიმართულებით.

„პირველი – სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მეორე – მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 3321 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 5000-მდე მოქალაქე“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მსგავსი