საგარეო უწყება - ინფორმაცია, თითქოს ქართულ მხარეს უარი ეთქვა საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტზე, სიმართლეს არ შეესაბამება
საგარეო უწყება - ინფორმაცია, თითქოს ქართულ მხარეს უარი ეთქვა საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტზე, სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს ქართულ მხარეს უარი ეთქვა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეო უწყებაში განუცხადეს, ვიზიტის განხორციელებაზე დიპლომატიური არხებით მუშაობა დაწყებულია.

„ინფორმაცია, თითქოს ქართულ მხარეს უარი ეთქვა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტზე აშშ-ში, არ შეესაბამება სიმართლეს.

პრეზიდენტის ვიზიტის განხორციელებაზე დიპლომატიური არხებით მუშაობა დაწყებულია.

ვიზიტის თარიღებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. დეტალები მოგვიანებით დაკონკრეტება, რის შესახებაც საზოგადოებას ეცნობება“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.